Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პროგრამების კონსულტანტთა (ტუტორები) სიის დამტკიცებისა და განსაზღვრის შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პროგრამების კონსულტანტთა (ტუტორების) ჯგუფი:
ა) გულიაშვილი დალი
ბ) ქერქაძე მაია
გ) შეყილაძე ქეთევანი
დ) ტყებუჩავა სალომე
ე) ირემაძე ირმა
ვ) შარაშენიძე მედეა
ზ) რამიშვილი ლანა
თ) ქუთელია ნინო
ი) რევაზიშვილი ნინო 
2.  კონსულტაციები გაიმართოს თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია 10:00 – 17:00 საათამდე. ( შესვენება 13:00 – 14:00 საათამდე )
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი       /ნანი გაფრინდაშვილი/